Terra აგებულია Andaman-ით, ჩვენი თანამედროვე, Rust-ზე დაწერილი მეტა აგების სისტემით პაკეტებისთვის. ეს რამდენჯერმე ამარტივებს შენარჩუნების პროცესს.
მიმდინარე
დაიღალეთ განახლებების მოლოდინით? ჩვენც. პაკეტები ავტომატურად განახლდება, როგორც კი მას აღმავალი გამოუშვებს. მათთვის, ვისაც რისკის არ ეშინია, უახლესი ვერსიებიცაა ხელმისაწვდომი.
ხარისხი
წარდგენილი პაკეტები საგულდაგულოდ მოწმდება და ფასდება ჩვენი მითითებების შესაბამისად. ეს უზრუნველყოფს პაკეტების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.
გამჭვირვალე
დაემშვიდობეთ გარე აწყობის სისტემებსა და გაფანტულ საცავებს! პაკეტის წყაროები ხელმისაწვდომია ერთ რეპოში, ხოლო აგების სამუშაოები საჯაროდ ხილვადია GitHub Actions-ზე. ეს აადვილებს პრობლემების გამართვას.
იოლი გამოსაყენებლად
Terra-ს გამოყენება ისეთივე მარტივია, როგორც ნებისმიერი სხვა რეპოზიტორიის. პროგრამისტებისთვის Terra-სთან მუშაობა ძალიან მარტივია. ჩვენ პირდაპირ ვთანამშრომლობთ სხვა პროექტებთან, რათა დავაკმაყოფილოთ მათი საჭიროებები და Terra მაქსიმალურად შეუფერხებელი გავხადოთ.
დაცული
პაკეტები იქმნება უსაფრთხო გარემოში, რომელსაც Fyra Labs-ის გუნდი მართავს. ჩვენი თანამედროვე ინსტრუმენტების, გამჭვირვალე ინფრასტრუქტურისა და ფრთხილად განხილვის პროცესის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ პრობლემების წარმოშობა.
დისტრიბუტივები, რომლებიც Terra-ს იყენებენ
Terra გაწვდით პაკეტებს და სისტემის ძირითად კომპონენტებს Fedora-ის ეკოსისტემაში.